მომდევნო დღეებში, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

  • მომდევნო დღეებში, ქვეყნის მასშტაბით უმეტესად ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება – მაღალმთიან რეგიონებში მოთოვს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 დეკემბრის საღამოდან 10 დეკემბრის საღამომდე საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.

უწყების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *