“ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ

  • “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავდასხმაში 100-მდე პირი მონაწილეობდა.

“სულ რამდენიმე წუთის წინ, ივანიშვილის რუსული რეჟიმის “ტიტუშკები” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისს დაესხნენ თავს.

ვანდალური თავდასხმა ნახევარ საათზე მეტხანს გრძელდებოდა, სადაც მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა.

დაზიანებულია ოფისის ფასადი, ჩამსხვრეულია შუშები, დაზიანებულია პარტიის ინვენტარი.

ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების პასუხი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ საქართველოს ინტერესების დაცვისა და ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის.

ივანიშვილის რეჟიმის პანიკური ქმედებები და მათ მიერ ორგანიზებული ძალადობა, სულ მალე, ქართველი ხალხის ურყევი ნებით, აუცილებლად დასრულდება!

საქართველო რუსეთი არასდროს იქნება!

ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *