საკადრო ცვლილებები მთავრობაში

  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე სუს-ის უფროსად ინიშნება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაიკავებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც სუს-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *