სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ხოლო მეორეს მიმართ ძებნა გამოცხადდა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს  თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ხოლო მეორეს მიმართ ძებნა გამოცხადდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი რეკლამისა და ფიქტიური ხელშეკრულებების გამოყენებით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ. სამუშაოების სწრაფად შესრულების საბაბით, ბრალდებულებმა დაზარალებულებს თანხა წინასწარ გამოართვეს – ჯამში 242 000 ლარი, რაც ისე მიისაკუთრეს, რომ ვალდებულება არ შეასრულეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ერთ-ერთი ჩამდენი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მეორე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც  9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *