- პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
მშობლებს საქართველოს ყველა რეგიონში ექნებათ საშუალება, შეიძინონ სასკოლო ფორმა რეალიზაციის პუნქტებში ან ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე: formebi.emis.ge
პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს: სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას, რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას
15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.

