- საქართველოში ამერიკელი მომღერლის კანიე ვესტის (YE, KANYE WEST) კონცერტი გაიმართება.
ინფორმაცია ამის შესახებ Starring Georgia-მ გაავრცელა. მათივე ცნობით, კანიე ვესტის კონცერტი 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება.
ბილეთების გაყიდვა 12 მაისს, 12:00 საათზე, tkt.ge-ზე დაიწყება. თუმცა, თიბისის ბარათების მფლობელები, ბილეთების შეძენას ექსკლუზიურად, 24-საათიანი პრესეილის ფარგლებში, 11 მაისის 12:00 საათიდან შეძლებენ.
დამატებით, თიბისის მომხმარებლებისთვის, ყველა კატეგორიის ბილეთზე გავრცელდება 25%-იანი ფასდაკლება, როგორც პრესეილის, ასევე 12 მაისიდან დაწყებული საერთო გაყიდვების პერიოდში. ასევე, იმოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება თიბისი განაწილებით გადახდისას.

