საქართველოში წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

  • საქართველოში, ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისი თქმით, რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარში 16 წლის გოგომ გამოიყენა.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„გუშინ 16 წლის გოგონა შემოვიდა, რომელმაც რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარში გამოიყენა. დიდი იმედი გვქონდა, რომ მსგავსი შემთხვევა არ იქნებოდა, თუმცა პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

პაციენტს მესამე ხარისხის დაზიანება აქვს, ქიმიური დამწვრობაა. მდგომარეობა სტაბილურია. გარკვეული პერიოდი კლინიკაში დაყოვნება მოუწევს,“ – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *