- დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივი კოხლეარული იმპლანტაცია გახდება ხელმისაწვდომი.
“პროგრამის გაფართოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვების განვითარების, მეტყველებისა და სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობებს, რადგან ადრეულ ასაკში სმენის სრულფასოვან აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
პროგრამის ფარგლებში კვლავაც გაგრძელდება ცალმხრივი კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსება, რომელიც კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ასაკის პაციენტისთვის, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე.
სახელმწიფო პროგრამა ასევე მოიცავს კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომ აუცილებელ სარეაბილიტაციო მომსახურებებსა და თერაპიას, რაც პაციენტების სრულფასოვან რეაბილიტაციასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

