- შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია, სადაც სამუშაო თათბირი გამართა და თანამშრომლებს ახალი დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი წარუდგინა.
რამაზ თათარაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე სერგი ბზიშვილი შეცვალა, რომელიც საქმიანობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე გააგრძელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ახლად დანიშნულ დირექტორს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
რამაზ თათარაშვილი ამ დრომდე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს

