სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები გამოავლინა

  • შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ვეტერინარული კლინიკებისა და აფთიაქების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით. გეგმური ინსპექტირებისას აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დაბა ჩაქვში, ი/მ ე. ყ-ის ვეტერინარულ აფთაიქში (მისამართი: ჩაქვი, თამარ მეფის ქუჩა N34) ვადაგასული პრეპარატები გამოავლინეს. ამოღებულია ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება პიხტის მალამო, ანტიმიკრობული, სადეზინფექციო იოდზეფის ხსნარი და ანტიპარაზიტული საინიექციო ხსნარი „prius”.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვადაგასული პრეპარატები სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

“სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დაიცვან პრეპარატების რეალიზაციის ვადები და შენახვის პირობები.”-აღნიშნულია უწების გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *