შპს „ლიდერის“ ხორცპროდუქტებში განმეორებითი ლაბორატორიული კვლევისას ცხენის და ვირის ხორცი კვლავ გამოვლინდა-სეს

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერს“ (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ნოემბერს, განმეორებითი კვლევისთვის აღებულ ხორცპროდუქტების ნიმუშებში ცხენისა და ვირის დნმ-ი კვლავ გამოვლინდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევა გრძელდება.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *