შსს-ქართველი მაშველები თურქეთში სამაშველო ღონისძიებას აქტიურად აგრძელებენ

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს გაძლიერებული ძალებით ორ ლოკაციაზე განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამაშველო ღონისძიებაში 100 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობითაა ჩართული. ძებნა-შველის ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ ქართველი კინოლოგები და მაშველი ძაღლები.

ქართული სამაშველო ჯგუფის ამოცანას ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების აღმოჩენისა და გამოთავისუფლების ამოცანები წარმოადგენს.

ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *