წარმოიდგინეთ, რომ დილით გაიღვიძეთ და Facebook-ზე არცერთი ახალი ამბავი არ დაგხვდათ. ზუსტად ასე მოხდა ავსტრალიაში. რატომ?

კომპანია Facebook-ის გადაწყვეტილებით, ავსტრალიელი მომხმარებლები მსოფლიოში მიმდინარე ახალ ამბებს სოციალური ქსელის მეშვეობით ვეღარ გაეცნობიან. ანალოგიური აკრძალვა შეეხო დანარჩენ მსოფლიოსაც, რომელიც მწვანე კონტინენტიდან სიახლეებს Facebook-ით ვეღარ მიიღებს. ეს უპრეცედენტოდ მკაცრი გადაწყვეტილება კომპანიამ იმიტომ მიიღო, რომ თავისი შემოსავალი ავსტრალიურ საინფორმაციო სააგენტოებსა თუ მედიასაშუალებებს არ გაუზიაროს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შესაბამისი კანონი ჯერ მიღებული არ არის, Facebook-ი და Google-ი უკვე დიდი ხანია აღნიშნულ ინიციატივას ახალი ამბების კონტენტის აკრძალვით ემუქრებიან. თუმცა დანაპირები მხოლოდ მარკ ცუკერბერგის კომპანიამ შეასრულა, Google-მა კი გადაწყვიტა, ავსტრალიური ახალი ამბების გაზიარებისთვის გადაიხადოს. აღსანიშნავია, რომ აქ ათობით მილიონ დოლარზეა საუბარი.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *