წყალტუბოში ოროთახიანი ბინის მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო

  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ  წყალტუბოში განსახლების მსურველი ოროთახიანი ბინის კანდიდატი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.

უწყების ცნობით, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადის გაკეთება, 19 ოქტომბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლშია შესაძლებელი. განაცხადები ასევე მიიღება  სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:

ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;

ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106;

რუსთავი, კოსტავას ქ.N20;

გორი, სამების ქუჩა N1.

წყალტუბოში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *