ამერიკას ორი ინაუგურაცია ელოდება?

  • აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­დან უკვე თით­ქმის ორი თვე გა­ვი­და. არ­ჩევ­ნებ­ში “დე­მოკ­რა­ტე­ბის” კან­დი­დატ­მა ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ი­მარ­ჯვა, თუმ­ცა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი მარ­ცხს დღემ­დე არ აღი­ა­რებს და ამ დრომ­დე სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვე­ბი აქვს არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ტრამ­პი მი­იჩ­ნევს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და. მისი მცდე­ლო­ბე­ბი სა­სა­მარ­თლოს გზით და­ამ­ტკი­ცოს ყო­ვე­ლი­ვე, ჯერ­ჯე­რო­ბით უშე­დე­გოა.

არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის ინა­უ­გუ­რა­ცია 2021 წლის 20 იან­ვრის­თვი­საა და­ნიშ­ნუ­ლი, თუმ­ცა ამის პა­რა­ლე­ლუ­რად Facebook ჯგუ­ფის სა­შუ­ა­ლე­ბით ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ამ­ზა­დე­ბენ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ონ­ლა­ინ ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მელ­ზე დას­წრე­ბა­ზეც თან­ხმო­ბა უკვე გა­ნა­ცხა­და მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის 60 000-მდე მხარ­დამ­ჭერ­მა.

აღ­ნიშ­ნულ ჯგუფ­ში ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პოს­ტე­ბი კი Facebook-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლად მო­ნიშ­ნა.

“აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნია. 46-ე პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­ის ცე­რე­მო­ნია 2021 წლის 20 იან­ვარს გა­ი­მარ­თე­ბა“, – აცხა­დე­ბენ “ფე­ის­ბუ­ქის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *