- თბილისში, აფრიკის დასახლებაში, კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.
არსებული ცნობით, ცეცხლის გაჩენას წინ აფეთქება უძღოდა. ერთ-ერთი ვერსიით, სახლში შეშის ღუმელთან ბენზინის ბოთლი იდო, რამაც აფეთქება და შემდგომ ძლიერი ხანძარი გამოიწვია. მომხდარის ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

