აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 სახერხი საამქრო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მახალაკიძეებსა და ჭვანაში, 2 კი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღაში დალუქეს.

მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობებში ჰქონდათ დამონტაჟებული.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი სახერხი საამქროების მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებულია წაბლისა და მურყანის (თხმელა) სახეობის, ჯამში, 38 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).

ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *