გადამუშავებულია 48 ათასამდე ტონა ყურძენი

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 12 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 48 ათასამდე ტონა ყურძენი. მოსავალი საწარმოებს 5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

“აქტიური რთველი ამ ეტაპზე სიღნაღის, დედოფლისწყაროს და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. დასასრულს უახლოვდება სექტემბრის თვეში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს “მოსავლის მართვის კომპანიის” მიერ გადამუშავებულია 7 ათასამდე ტონა დაზიანებული ყურძენი. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 300 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან რთველის პროცესში.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *