განსხვავებული შობა-ახალი წელი 2020

კორონავირუსის პანდემიამ შეცვალა მსოფლიოს შობა-ახალი წელი.

იტალია:იტალიაში წელს საშობაო ბაზრობები არ გაიმართება. ქვეყანაში 22 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლა იკრძალება, რის გამოც წელს იტალიელები შობის დადგომის ტაძარში შეხვედრას ვერ შეძლებენ.

საფრანგეთი: საფრანგეთში მკაცრი შეზღუდვები 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, შემდეგ კი, შობის დღესასწაულის გამო მათი ნაწილი მოიხსნება. 15 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით მაღაზიები, თეატრები და კინოთეატრები გაიხსნება. სკოლები, ბარები და რესტორნები კი კვლავ დახურული დარჩება.

გერმანია: პანდემიის გამო, გერმანიაში ახალი წლისა და შობის დღესასწაულებზე ბარები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები დახურული იქნება. 23 დეკემბრიდან 1 იანვრამდე, შეკრება მაქსიმუმ 10 ადამიანს შეეძლება.

ესპანეთი: ესპანეთში შობისა და ახალი წლის განმავლობაში რესტორნები და ბარები ღია იქნება, თუმცა მაგიდებს შორის დისტანცია მაქსიმალურად იქნება დაცული. კატალონიის ავტონომიური რეგიონის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, შობის დღესასწაულზე ერთად შეკრება მაქსიმუმ 10 ადამიანს შეეძლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *