გზების დეპარტამენტი-რიკოთის საუღელტეხილო გზეზე დაზიანებული ადგილების შეკეთება მიმდინარეობს

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის პერიოდში, რთულმა კლიმატურმა პირობებმა და ინტენსიურმა გაწმენდითმა სამუშაოებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის საფარი დააზიანა

“ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები დღეიდან უკვე დაიწყო. მომდევნო დღეების განმავლობაში, პირველ ეტაპზე, გზის დაზიანებული ადგილების დროებითი შეკეთების სამუშაოები დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე ჩატარდება. შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე კი, დაიგეგმება გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.

სამუშაოების წარმოების პერიოდში ცალკეულ ადგილებში შესაძლოა დროებით შეფერხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით”.-აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *