- გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება: 20 ნოემბერს – 09:00-დან 18:00 საათამდე; 21 ნოემბერს – 09:00-დან 15:00 საათამდე.
„წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ამანათის სახით შეუძლიათ: საქონლის ხორცი (შემწვარი ან მოხარშული) – ჯამში არაუმეტეს 3 კგ; ქათამი (შემწვარი ან მოხარშული) – არაუმეტეს 2 კგ; ყველი – 3 კგ; ხაჭაპური – 3 ცალი; ლობიანი – 3 ცალი; კიტრი – 2 კგ; პომიდორი – 2 კგ; კექსი – 1 ცალი, კრემისა და ზედაპირზე ყოველგვარი საფარის გარეშე (შაქრის პუდრი, მინანქარი და სხვა ინგრედიენტები).
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელ ხაზზე: 1500.
სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

