გურიაში 11 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში 11 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, გათვალისწინებულია 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.

პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

გურიის რეგიონში გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია  მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *