დადიანების სასახლეების საგანძური Google-ის კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე განთავსდა

ზუგდიდის დადიანების სასახლეების საგანძური მსოფლიოს უდიდესი, Google-ის კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე განთავსდა და მისი ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/3oeNtZv ზუგდიდის დადიანების სასახლე (ხელოვნების სასახლის შემდეგ) მეორე ქართული მუზეუმია, რომლის კოლექცია მსოფლიო აუდიტორიის წინაშე გამოიფინა. დამთვალიერებელი იხილავს აფხაზეთიდან: ილორისა და მოქვის ოქროს ხატებს, რომლებზეც დატანილია ქართული წარწერები და ქართველ ისტორიულ მოღვაწეთა სახელები. ასევე, Google-ის ტექნოლოგიების საშუალებით, დამთვალიერებელს დეტალურად შეუძლია დაათვალიეროს დადიანების სასახლეებში დაცული საგანძური, რომელიც ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად გამოიფინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *