დაფიქრდით იმუნიტეტზე

  • როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი კორონავირუსის პერიოდში. ინტერნეტსივრცეში მრავალი რჩევაა. მეცნიერები თანხმდებიან შემდეგ მოსაზრებებზე.

1. აკონტროლეთ მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა

„ალკოჰოლის ჭარბი მიღება თრგუნავს იმუნურ სისტემას“, − ამბობს ჯესიკა ქორდინგი. გარდა ამისა, ღრეობის დროს სხეული დეჰიდრატაციას განიცდის. ორგანიზმის წყლით მომარაგება კი მნიშვნელოვანია ავადმყოფობასთან ბრძოლისას.

2. შეამცირეთ სტრესის დონე

კვლევები აჩვენებს, რომ სტრესი თრგუნავს იმუნურ სისტემას და ინფექციების მიმართ უფრო მოწყვლადს გვხდის. ქრონიკული სტრესის დროს, ადამიანი უფრო მგრძნობიარე ხდება დაავადებების მიმართ, ასე კი ავად გახდომის რისკი იზრდება.

3. მიიღეთ ხილი და ბოსტნეული

თქვენი თეფში აუცილებლად სავსე უნდა იყოს ფერადი ბოსტნეულითა და ხილით, რომელიც იმუნურ სისტემას აუცილებლად გააძლიერებს. მაგალითად, ადამიანმა, რომელიც დღეში 2000 კალორიას იღებს, უნდა მიირთვას 300 გრამი ხილი და 450 გრამი ბოსტნეული.

4. არ დაგავიწყდეთ ვიტამინი

D ვიტამინი იმუნური სისტემის გაძლიერებაში დიდ როლს თამაშობს  იგი გვეხმარება ანტისხეულების გამომუშავებაში, რომლებიც დაავადებებს ებრძვიან. ჩვენი სხეული ამ ვიტამინს მზისგან იღებს, თუმცა შესაძლებელია მისი ისეთი საკვებიდან მიღება, როგორებიცაა: თევზი, კვერცხი, სოკო და სხვა. თუკი მიგაჩნიათ, რომ D ვიტამინი საკმარისად არ გაქვთ, მიმართეთ ექიმს, რომელიც ანალიზის საფუძველზე საჭირო დოზას დაგიდგენთ.

5. ძილი, როგორც პრიორიტეტი

საკმარისი ძილი ჩვენს სხეულს ეხმარება ყოველდღიური მენტალური თუ ფიზიკური სტრესისგან გამოჯანსაღებაში და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.

6. ხშირად დაიბანეთ ხელები

ხელების ხშირად დაბანა დაგეხმარებათ მოიშოროთ ბაქტერიებისა და ვირუსების რაოდენობა თვალებიდან, ცხვირიდან და პირიდან. გირჩევთ ხელები საპნითა და წყლით დაიბანოთ 20 წამით, ან იმ დროის განმავლობაში, რაც Happy Birthday-ს 2-ჯერ შესრულებისას დაგჭირდებოდათ.

7. შეინარჩუნეთ რეგულარული ვარჯიში

გახსოვდეთ: რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს ანტისხეულების გამომუშავებას, ამცირებს გაციების, გრიპისა და დაავადებების რისკს, და გხდით ჩვეულებრივზე მეტად გამძლეს.

8. შეწყვიტეთ მოწევა

გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიცით რამდენად საზიანოა მოწევა, უნდა აღინიშნოს, რომ იგი განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ჩვენს იმუნურ სისტემას, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების გარანტია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *