დღეს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 20:00 საათიდან 7 აგვისტოს 20:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 332-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 332-ე კმ-ზე (ქ. ზუგდიდი, ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორია) ა(ა)იპ „საქართველოს ბეემვეს კლუბის“ მიერ დაგეგმილია დრიფტის სერიების (იგივე ჩემპიონატის) ეტაპის ჩატარება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე 2022 წლის 5 აგვისტოს 20:00 სთ-დან 7 აგვისტოს 20:00 საათამდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნულ პერიოდში, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნინოშვილის ქუჩის გავლით. ხოლო, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ლაღიძის ქუჩის გავლით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *