ეკონომიკის სამინისტრო: სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო.

უწყების ცნობით, ნავსადგურის აკვატორიაში დაღრმავებას და ტალღამტეხის პროექტირება – მშენებლობას ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ახორციელებს. მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ანაკლიის ნავსადგურში იმყოფებოდა ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

მარიამ ქვრივიშვილმა დაათვალიერა ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორია, სადაც უკვე დასრულებულია სამობილიზაციო და კვლევითი სამუშაო, მობილიზებულია მშენებლობისთვის საჭირო კლდოვანი მასის ქვის ლოდები და წარმოებული “იქს ბლოკები’, რაც აკვატორიაში ტალღმტეხის მშენებლობისთვის იქნება გამოყენებული.

ანაკლიაში ზღვის ფსკერი უნდა დაღრმავდეს 17.5 მეტრამდე და აშენდეს 1,380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხი, რაც უზრუნველყოფს პორტის ღიაობისა და ოპერირების შესაძლებლობას წლიურ ჭრილში 95%-ის ოდენობით. პროექტი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *