ვახტანგ გომელაურმა უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სამინისტროს I და II ხარისხის მედლებით დააჯილდოვა

  • შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სამინისტროს I და II ხარისხის მედლებით – განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, სამინისტროს მედლით – ,,მამაცობისათვის“, სამინისტროს მედალიონით – “განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „დამსახურებული პოლიციელი“ და სამინისტროს მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

ჯილდოები თანამშრომლებმა გადარჩენილი სიცოცხლისთვის, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის და სამინისტროს საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის მიიღეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *