- სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ვეტერინარულ კლინიკაში შპს ,,ჯიდიემჯი” (ს/ნ 445555685, ბათუმი, ინასარიძის ქუჩა N 16ა) ვადაგასული, უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატები გამოავლინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად.
“სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მიმდინარე წელს 1500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 1501. რეაგირების გარეშე არცერთი შეტყობინება არ დარჩება.”-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

