ვინ არის ჯო ბაიდენი?

  • ჯო ბაიდენს საკმაოდ დიდი პოლიტიკური წარსული აქვს და დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და გამოცდილ წარმომადგენლად ითვლება. 35 წელზე მეტ ხანს ის, დელავერის შტატის 6 გზის სენატორი იყო და აშშ-ის 44 პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დროს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

ინაუგურაციის მომენტში, 2021 წლის 20 იანვარს, ის, 78 წლის იქნება.

ჯოზეფ რობინეტ ბაიდენ უმცროსი 1942 წლის 20 ნოემბერს პენსილვანიის ქალაქ სკრენტონის სენტ-მერის ჰოსპიტალში დაიბადა.

ქლეიმორში ბაიდენი არჩმერის აკადემიაში სწავლობდა.  სკოლის ამერიკული ფეხბურთის გუნდში ის იყო ჰაფბექი და რისივერი, ასევე თამაშობდა ბეისბოლს. სკოლაში სწავლის პერიოდში ის იყო კლასის პრეზიდენტი.სკოლა ბაიდენმა 1961 წელს დაამთავრა.

 დელავერის უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ბაიდენმა გააგრძელა ამერიკული ფეხბურთის თამაში. 1965 წელს მან მიიღო ბაკალავრის ორმაგი ხარისხი ისტორიასა  და პოლიტიკურ მეცნიერებასი ხოლო მაინორ — ინგლისურ ენაში  ბაიდენის საშუალო ნიშანი იყო C და მან დაიკავა 506-ე ადგილი 688 კურსდამთავრებულს შორის.

ცხოვრების ადრეულ წლებში ბაიდენი ლაპარაკისას ბორძიკობდა, თუმცა მან ეს ნაკლი ახალგაზრდობაშივე გამოასწორა. მისი თქმით, ამ საქმეში მას სარკის წინ პოეზიის კითხვა დაეხმარა.

ბაიდენის შიდაპოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის კორონავირუსთან ბრძოლა იქნება. ის ასევე დონალდ ტრამპის პოლიტიკას ამ მიმართულებით მუდმივად აკრიტიკებდა, მოსახლეობას კი პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებდა. ბაიდენის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას ეხებოდა და ის გეგმის წარდგენას პრეზიდენტობის პირველივე დღეებში გეგმავს.

ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მისი მიზანი ამერიკის გაერთიანებაა. ის პირობას დებს, რომ იმათი ინტერესებისთვისაც იშრომებს, ვინც მას ხმა არ მისცა.

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის პრიორიტეტებში დასაქმების პრობლემის მოგვარებაა. ბაიდენი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება მოსახლეობას. ამის მიღწევას კი მდიდრებისთვის საგადასახადო შემცირებებზე უარის თქმით აპირებს, რომელიც დონალდ ტრამპმა მიიღო.

ასევე ბაიდენი კლიმატის საკითხებისთვის მეტი ყურადღების დათმობას გეგმავს და ამბობს, რომ 2050 წლისთვის აშშ ენერგიის განახლებად წყაროებზე უნდა გადავიდეს.

ამასთან, მნიშვნელოვანია ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ხედვა. ის საკმაოდ ცნობილია. ბაიდენის მთავარი დაპირება “მსოფლიო არენაზე აშშ-ის პატივსაცემი ლიდერობის აღდგენაა”. ბაიდენი ასევე NATO-სთან ურთიერთობას “შენ – მე, მე – შენ” პრინციპით განიხილავს.

ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა, დიდი ალბათობით, არ შეიცვლება, რადგან ნდობა რუსეთისადმი ძალიან დაბალია, რაც უკრაინას, საქართველოსა და სხვა საკითხებს უკავშირდება. კონგრესი, სენატი, დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც ერთ აზრზე არიან – რუსეთთან დაკავშირებით კურსი კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.

ჯამში ბაიდენი იმითაა ცნობილი, რომ კოლეგებთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაშინაც კი, თუკი მათი აზრი არ ემთხვევა. ის ყველასთან ახერხებს საერთო ენის გამონახვას, – ამბობენ ექსპერტები.

საარჩევნო კოლეგიის 273 ხმა. სწორედ ამდენი მიიღო ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში. გამარჯვებისთვის მას 270 ხმა სჭირდებოდა. მის მხარდამჭერებს ის მოსწონს და საპრეზიდენტო მანდატს ანდობენ. გაამართლებს თუ არა ის მოლოდინებს, ამას დრო აჩვენებს.

2020 არჩევნების წინ, ბაიდენმა, საპრეზიდენტო არჩევნების მეწყვილედ გამოაცხადა კალიფორნიის სენატორი კამალ დევი ჰარისი.

ბაიდენი მეორე ქორწინებაშია. პირველი მეუღლე და ქალიშვილი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალნენ. მაშინ მძიმედ დაზიანდა ბაიდენის ორი ვაჟიჟიშვილიც. მეორე ქორწინებიდან ბაიდენს ერთი შვილი ჰყავს.

ორჯერ გადატანილი აქვს ანევრიზმის ოპერაცია.

დაჯილდოებულია თავისუფლების საპრეზიდენტო ორდენით, წმიდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.

მასალა მომზადებულია ინტერნეტ გამოცემების მიხედვით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *