ვირუსით ინფიცირების 2 676 და გარდაცვალების 30 შემთხვევა საქართველოში

  • ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 484 254-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.4%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 11.09%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 425 651

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 436 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *