ზუგდიდში მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა

  • ზუგდიდში, ერთ-ერთ ქუჩაზე მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა. 60 წლის კაცი მძიმე მდგომარეობაშია და ქუთაისის საავადმყოფოში წევს.

გავრცელებული ინფორმაციით, 75 წლის კაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, ის დაზიანებებით საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

დამწვრობის გამო კლინიკაში იმყოფება გარდაცვლილის ძმაც, რომელიც მეზობლების გაშველებას ცდილობდა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *