თბილისის აეროპორტში 1 863 921.86 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ძვირფასი ქვების გატანის ფაქტი აღიკვეთა

  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ქვების უკანონო გატანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ისრაელის მოქალაქის რ.კ.-ს მიერ, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს, მისი კუთვნილი ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში 1 863 921.86 ლარის ღირებულების სხვადასხვა ზომის ბრილიანტის ქვები იქნა აღმოჩენილი.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *