თბილისის 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება

  • თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე თბილისის 15-მდე ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში მდებარე ერთ-ერთ სკვერს მიენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი.

პირებს შორის, რომელთა სახელებიც მიენიჭება გეოგრაფიულ ობიექტებს არიან მედიის სფეროს წარმომადგენლებიც, მათ შორის გიგა ჩიხლაძე, რომელიც 2008 წლის ომში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

აღნიშნული ინიციატივას ხვალ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *