თბილისსა და რეგიონებში 13 000 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი გადაეცემა

  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით, უზრუნვეყოფის სააგენტოს ინფორმაციით, 2021-2024 წლებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში – ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ჯამში, 8000-მდე ბინა აშენდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 709 800 000 ლარი გამოიყოფა.

უწყების ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა, უპრეცედენტოდ მასშტაბური, 4-წლიანი განსახლების პერიოდის დასრულების შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, ჯამში, 13 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა, საიდანაც 8000-მდე სწორედ სამშენებლო კომპანიების მიერ აშენებული ბინა იქნება, დამატებით, იგეგმება 5000-მდე სოფლად სახლის შესყიდვაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *