თელავში ახალი აეროპორტის მშენებლობა იგეგმება

  • თელავში ახალი აეროპორტის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“მოგეხსენებათ, თელავში იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, ამ ადგილას მოვაწყოთ, ავაშენოთ ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შეიქმნას თელავის ახალი აეროპორტი. ჩვენ პროექტირება-მშენებლობას წელსვე დავიწყებთ. გვინდა, აეროპორტმა პირველი მგზავრი უკვე მიიღოს 2024 წლის დაახლოებით მაის-ივნისში. ძალიან მალე დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *