ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლო დატოვეს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლო დატოვეს. მელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

“დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას – ეს ერთი. მეორე – ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა, მოხდა ის, რომ გაგვათავისუფლეს. დანარჩენი პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, გავიმარჯვებ. შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ”, – განაცხადა მელაშვილმა, რომელმაც შეკითხვაზე, ელოდა თუ არა გათავისუფლებას ასევე აღნიშნა: „კიც და არაც, რადგან დაკავების საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ დამაპატიმრეს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *