ინფორმაციის მალულად გადაცემა

ისრაელში, ბენ-გურიონის სახელობის უნივერსიტეტში, იზოლირებული კომპიუტერიდან ინფორმაციის მალულად გადაცემის კიდევ ერთ, უჩვეულო და ახალ ხერხს მიაგნეს.
საუბარია კომპიუტერზე, რომელიც იზოლირებულია ინტერნეტისგანაც და ზოგადად ნებისმიერი ქსელისგან, არ იყენებს USB ან სხვა ტიპის ინფორმაციის მატარებლებს, მუშაობს დამოუკიდებლად და ქმნის და ინახავს ინფორმაციას მხოლოთ ამ კონკრეტული კომპიუტერის ფარგლებში. მხოლოდ ერთი პირობაა საჭირო – ამ კომპიუტერზე უკვე უნდა იყოს დაყენებული სპეციალური პროგრამა, რომელიც მომხმარებლისთვის შეუმჩნევლად ცვლის მონიტორის სიკაშკაშეს, რითაც უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის ცალმხრივ არხს, მართალია ძალიან დაბალსიჩქარიანს, მაგრამ საკმაოდ სტაბილურს.
მეცნიერებმა მონიტორის სიკაშკაშის ცვლილებით გადაცეული ინფორმაციის მიღება შესძლეს როგორც IP კამერების და ვებ-კამერების გამოყენებით, ასევე სმარტფონების მეშვეობითაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *