იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებულებისთვის შეღავათებს აწესებს

  • იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ ვაქცინით ორჯერადად აცრილები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ, ნაწილს კი ნახევარ ფასად მიიღებენ.

სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ: ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა; უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება; სრულად ვაქცინირებულთათვის 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე: ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა; ID ბარათზე სერთიფიკატის განახლება;

იუსტიციის სამინისტოს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება სრულად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *