კახა კალაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „პოლიტიკურ გვამს“ უწოდებს

  • „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „პოლიტიკურ გვამს“ უწოდებს და აცხადებს, რომ სააკაშვილი ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს.

ამასთან, როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კარი კვლავ ღიაა და მიესალმება იმ პარტიების გადაწყვეტილებას, ვინც რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს.

„არსებობენ პოლიტიკური პარტიები, ვინც რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამას მხოლოდ მივესალმები. კარი ჯერ კიდევ არის ღია იმისთვის, რომ გარკვეულმა პოლიტიკოსებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენი ქვეყნის დემოკატიული განვითარებისთვის”. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *