კახეთში ნარჩენების მართვის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები ღია წესით წვავდნენ, ერთ შემთხვევაში – მუნიციპალურ ნარჩენს, ხოლო, მეორე შემთხვევაში – რეზინისა და პლასმასის ნარჩენებს.

“შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები, რაც აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას”.-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *