კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

უწყების ცნობით, მოქალაქეს, ქალაქ ახმეტაში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიაზე განთავსებული იყო დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის 23 ერთეული მერქანი (მორი), 7,34 კუბური მეტრი ფიცარი, 3 კუბური მეტრი შავად ნამზადი დეტალი და 7 კუბური მეტრი მერქანი (კოტრი).

“ვინაიდან ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, 60 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს”.-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *