კახეთში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თელავის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში უკანონო ტყითსარგებლობის სამართალდარღვევები გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, სოფლების – ვარდისუბნის, ნაფარეულის, მსხალგორის, ჰერეთისკარისა და ხევისჭალას მიმდებარედ მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, მათი ნაწილი გადაამუშავეს, რიგ შემთხვევებში კი მიღებული ხე-მასალის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

ჯამში ამოღებულია 2 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და დაახლოებით 7 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ბრაკონიერობასთან ბრძოლისა და კონტროლის გამკაცრების ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. შედეგად, 2026 წლის 10 თვეში, მხოლოდ კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით უკანონო სარგებლობის 204 ფაქტი გამოვლინდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *