კელი დეგნანი-ჩვენ ყველასთან ვიმუშავებთ, ვინც დაინიშნება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე

  • საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საელჩო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრთან.

“ჩვენ ყველასთან ვიმუშავებთ, ვინც დაინიშნება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, როგორც ამას ვაკეთებთ ახლანდელ მინისტრთან ბევრ სხვადასხვა ინიციატივაზე, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში. კოვიდპანდემია კვლავ სერიოზული საკითხია მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, როგორც ამას ვაკეთებთ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომ ვცადოთ აცრების მაჩვენებლის გაზრდა და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის შემცირება, რადგან 12 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა კოვიდით. ვიცი, რომ ეს ძალიან გულსატკენი ამბავია ყველა ოჯახისთვის და მეგობრისთვის, რომლებმაც საყვარელი ადამიანი დაკარგეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *