ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და მხარდამჭერები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არიან შეკრებილები

  • ამ წუთებში, ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და მხარდამჭერები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.

ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს, რომელსაც დღეს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ინფორმაციისთვის: მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 9 წელი მიესაჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *