“ლელო საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე წარადგინა

  • „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დაასახელა.

“მინდა შემოგთავაზოთ, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი – ანა ბიბილაშვილი. რომელსაც კონკრეტული ხედვა აქვს, დამფუძნებელი „ლელოსი“ და აქვს ხედვა, რომ ქალაქის პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული იქნას. მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ მხარი დაუჭიროთ „ლელოს“, მხარი დაუჭირეთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, რადგან დღეს საერთო მიზანი გვამოძრავებს. მე მინდა წარმოგიდგინოთ, პარტიის საკრებულოს სიის პირველი ნომერი. ის არის, ჩემი თანამებრძოლი, მეგობარი – ბადრი ჯაფარიძე. ის გაუძღვება ქალაქში საკრებულოს სიას და ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ვიბრძოლებთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *