მანდატები ოპოზიციონერთა ფიქრის საგანი

  • ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მანდატებზე უარი ოფიციალურად თქვა.

 ენმ-ძალა ერთობაშიას, ევროპული საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებლის და ლელოს ყველა წევრმა, რომელიც პარლამენტში შედიოდა, მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს დღეს, 16 დეკემბერს მიმართა. იქამდე, პარტიებმა სია ცესკოში გაანულეს.

ძალა ერთობაშია-ში რესპუბლიკური პარტიის განსხვავებული შეხედულებების და გრიგოლ ვაშაძის ენმ-დან გასვლის მიუხედავად, პარტიაში აცხადებენ, რომ მათი გამსვლელი სიის 36-ვე წევრმა თქვა პარლამენტარობაზე უარი.

რამდენიმე დღის წინ მანდატზე უარის თხოვნით საკანონმდებლო ორგანოს მიმართა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმაც. მანდატებზე უარი, ჯერჯერობით, არ უთქვამს გირჩს, მოქალაქეებს და პატრიოტთა ალიანსს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *