მაქს პლანკი და მისი მძღოლი

იმის შემდეგ, რაც მაქს პლანკმა ფიზიკაში ერთ-ერთ ნაშრომში ნობელის პრემია აიღო, ის გაემგზავრა ტურნეში, სადაც ამ თემაზე მოხსენებით გამოდიოდა. ამ მოხსენებების დროს, მისი მძღოლი ყოველთვის დარბაზში იჯდა და ყურადღებით ისმენდა ყოველივეს. შემდეგ, მოხდა ისე, რომ მან ეს მოხსენება ფაქტიურად დაიზუთხა და მაქსს ასეთი რამე შესთავაზა: მორიგი მოხსენებისას მაქს პლანკი მძღოლის კეპს დაიხურავდა და დაჯდებოდა დარბაზში და მძღოლი კი გამოვიდოდა მოხსენებით საზოგადოების წინაშე. მაქსს მოეწონა ეს სახალისო იდეა და დასთანხმდა.

და აი, დადგა ის მშვენიერი დღეც, როდესაც მაქს პლანკის მძღოლი კვანტურ ფიზიკაში კონკრეტულ თემაზე მოხსენებით გამოდის. რომ დაასრულა, დარბაზიდან ასაკიანმა პროფესორმა კითხვა დაუსკვა. მძღოლმა მოისმინა კითხვა და პასუხობს:

სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი, რომ საზოგადოებიდან, რომელსაც ძირითადად ამ სფეროში განათლებული ადამიანები გვესწრებიან, ასეთ მარტივ კითხვას დამისვამდა ვინმე. თქვენის ნებართვით, ჩემს მძღოლს ვთხოვ, რომ თქვენს კითხვაზე გიპასუხოთ

ნაწყვეთი წიგნიდან: “საღად აზროვნების ხელოვნება” – როლფ დობელი (“Die Kunst des klaren Denkens” – ROLF DOBELLI)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *