მეტეხის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

  • მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

“მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებულ ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო სამუშაოები იგეგმება. უსაფრთხოების მიზნით, ფერდის გაწმენდის სამუშაოები განხორციელდება, რის გამოც, ორი ღამის განმავლობაში, 11 და 12 აპრილის 00:00-დან 06:00 საათამდე, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *