მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

“მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, ეგვიპტის, თურქეთის, კუბის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, რუსეთის, ნიგერიის, სომხეთის, ბელარუსის, უზბეკეთის, ბურუნდის, ეთიოპიის და პაკისტანის – ჯამში 61  მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვენიდან უკვე გაძევებულია 3000-მდე პირი, რაც წინა წლის ჯამურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *