“მშვიდობის ხიდზე” გადაადგილება დროებით შეიზღუდება

  • სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “მშვიდობის ხიდზე“ გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

„მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით, 5-დან 19 ივლისამდე ხიდზე გადაადგილება შეიზღუდება.

პროექტის ფარგლებში, 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერება ხდება. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება ხიდის საკიდებს და მთავარი მალის სავალ ნაწილზე არსებულ დეფორმირებულ კიბეებს.

აღსანიშნავია, რომ ხიდის რეაბილიტაციის პროცესი უცხოელი სპეციალისტების აქტიური ჩართულობითა და ზედამხედველობით ხორციელდება”.-აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში,

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *